პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა, კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით, ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას

პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა, კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით, ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას
კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. არის 2 პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არის 2 პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე, ისინი იყვნენ ერთად შეკრული საერთო მიზნების გარშემო და ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები.
„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად 24 მერის , სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Next: 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა