პირდაპირპროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. დღეს, რადგან იმდენი ფული აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია რამდენი ფულიც აქვთ

პირდაპირპროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. დღეს, რადგან იმდენი ფული აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია რამდენი ფულიც აქვთ
„ისინი [ოპოზიცია] სრულ აგონიაში არიან ერთი მთავარი მიზეზის გამო. ეს კი არ იყო გულწრფელი პროტესტი, ვიღაც შეიძლება აღმოჩნდა იქ, ვინც მოტყუვდა, გულწრფელად გააპროტესტა და დაიჯერა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მაგრამ რეალურად პირდაპირპროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. ანუ, შემოვიდა ნაკლები ფული- პროტესტი მინავლდა, იყო მეტი ფული- პროტესტი უფრო ძლიერი იყო“.-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
მ ასევე განაცხადა, რომ მათი [რადიკალების] პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს და ანგარიშს ითხოვენ ვიღაც-ვიღაცებისგან, ეჭვი აქვთ რომ ეს თანხები გაიფლანგა, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ამ ფულით შეიძლება ბევრი რაღაც დალაგდეს.
„როცა პირდაპირპროპორციულია ფულის შემოდინება და პროტესტის ხარისხი ამან უნდა დაგაფიქროს. დღეს, რადგან ფული აღარ აქვთ იმდენი, პროტესტის ხარისხიც ისეთია რამდენი ფულიც აქვთ. პრინციპში ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დახარჯული ფული შესატყვისი პირდაპირპროპორციულად ერთი ერთში არ იყო პროტესტთან და მუხტთან იმიტომ, რომ მათ სჯეროდათ და შეიძლება ასეც უნდა ყოფილიყო, იმდენი ფული დახარჯეს, რომ პროტესტი კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენითაც ნაკლები იყო პროტესტი დახარჯულ ფულზე, იმდენითვე ნაკლებია დღეს. დღეს რა საშუალებაც აქვთ მატერიალური, ისიც მეტ მუხტს უზრუნველყოფს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდა. ამას განაპირობებს ერთი, ჩვენი სიმართლე, მეორე, ოპოზიციის, მდიდარი ენჯეოების და საერთოდ აგენტურის უნიათობა. მე ვიცი, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები, ხარჯვის დოკუმენტებს და ანგარიშს ითხოვენ ვიღაც-ვიღაცებისგან, ეჭვი აქვთ, რომ ეს თანხები გაიფლანგა, მათ ჰგონიათ, რომ მათი ფულით შეიძლება ბევრი რაღაც დალაგდეს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება