პირდაპირი დიალოგი ქართულ მხარესთან | მორიგი პროვოკაცია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან

პირდაპირი დიალოგი ქართულ მხარესთან და ურთიერთობების დალაგების უეცარი სურვილი. ოკუპირებული ს დეფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ს მზარდი ეკონომიკური ინტერესის პარალელურად ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
კრემლის გზავნილი ამჯერად აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ გააჟღერა. ძირითადი მოთხოვნა ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა – ეს იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო აქტიურდება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი, ენგურის ხიდზე კი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართლებით ტვირთბრუნვა უნდა გაზარდოს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი