“პირადი ბრაზით და ამბიციით ნაკარნახევი არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება” – როგორ აფასებენ ნიკა მელიას ნაბიჯს “ნაციონალურ მოძრაობაში”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ “პირადი ბრაზითა და ამბიციით” მოტივირებულს უწოდებს. ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცესები პარტიის ძლიერ ელექტორატზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის რიგებშიც და რომლის დღის წესრიგშიც ბატონი ნიკა არ განიხილება უკვე თვეებია, თავისივე გადაწყვეტილებით.
ბატონი ნიკას გარემოცვის წევრებიც თვეების მანძილზე უცხადებდნენ ბოიკოტს პარტიულ პროცესს, მიუხედავად სააკაშვილის მოწოდებებისა. მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება იგივე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” კარი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის, ყველას შეუძლია დადგეს პირად ბრაზზე და ამბიციაზე მაღლა. ძლიერდება “ნაციონალური მოძრაობა” და ყველა შემდგომ არჩევნებზე ეს შედეგები არის მკაფიო და შემდგომი იქნება “ნაციონალური მოძრაობისა” და ქართველი ხალხის გამარჯვების არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას ჰყავს ყველაზე ძლიერი ელექტორატი ამ ქვეყანაში. ამ ელექტორატზე არცერთ მსგავს პროცესს გავლენა არ მოუხდენია,”- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებთან ერთად დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია

„ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია