პიკასოს 1 მილიონი ევროს ღირებულების ნახატი ლატარიაში გათამაშდება – The Guardian

ფრანგულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ალცჰაიმერის კვლევის ფონდმა“ პიკასოს 1941 წლის პორტრეტის „ქალის თავის“ ლატარიაში გათამაშება გადაწყვიტა. ნახატის ღირებულება 1 მილიონ ევროს აჭარბებს, იტყობინება The Guardian.
ლატარიის ბილეთის ღირებულება 100 ევროა. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ალცჰაიმერის დაავადების კვლევის დაფინანსებას მოხმარდება.
გათამაშების იდეა ფრანგ ტელევიზიის პროდიუსერს და ჭურჭლის მწარმოებელი კომპანიის, Waww La Table-ის მფლობელს, პერი კოშინს ეკუთვნის. ის მხატვრის შვილიშვილს, ოლივიე პიკასოს დაუკავშირდა, რომელიც შემოთავაზებას დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა