პეტრ პაველი – უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომაზე და უკრაინას დახმარება გავუწიოთ ახლა, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად

უკრაინის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში დასავლეთი სიფრთხილეს იჩენდა მხარდაჭერაში, დახმარება რომ ადრე მიეწოდებინათ, სიტუაცია, შეიძლება, განსხვავებული ყოფილიყო, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
„არ ვიტყოდი, რომ დასავლეთმა იმედი დაკარგა, მაგრამ უკრაინის ომის განმავლობაში დასავლეთი სიფრთხილეს იჩენდა მხარდაჭერაში. ის თავიდანვე ცდილობდა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. ყოველი ახალი ეტაპი დიდხანს განიხილებოდა, სანამ საბოლოოდ განხორციელდებოდა. ეს დისკუსიები და რისკების შეფასება რომ გამოგვეტოვებინა, ამ დახმარებას მიიღებდა რამდენიმე თვით და, ალბათ, წლების წინ, და სიტუაცია შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომაზე და გავუწიოთ დახმარება ახლა, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად, რათა თავიდან ავიცილოთ უკრაინის მიერ ტერიტორიებისა და ადამიანების სიცოცხლის შემდგომი დაკარგვა“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბევრი პარალელი არსებობს მეორე მსოფლიო ომისა და უკრაინის ომს დაწყებას შორის და რომ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს.
„ისევე, როგორც არცთუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთთან დაკავშირებით მოვიქეცით, წარსულშიც არ გვინდოდა იმის აღიარება, რომ ჰიტლერს რეალურად შეეძლო ამ მასშტაბის ომის დაწყება. იმ დროს ჩეხოსლოვაკიის დასავლელ მოკავშირეებს სჯეროდათ, რომ შეეძლოთ მსოფლიოს გადარჩენა ჰიტლერთან დათმობებზე წასვლით. როგორ ცდებოდნენ! დღეს ბევრი ადამიანი მიდრეკილია თქვას: „მოდით, პუტინს დავუთმოთ, მივცეთ მას უკრაინის ნაჭერი და ომი დასრულდება და მშვიდობა დადგება“. ალბათ, ისტორიას უნდა გადავხედოთ და მისგან გაკვეთილები ვისწავლოთ დღევანდელი დღისთვის“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს