პეტრე ცისკარიშვილი – როგორც დასავლეთში, ისე უშუალოდ კიევში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განმეორებაში, როცა პუტინმა, რაც ვერ შეძლო სამხედრო გზით, შესაძლოა, საარჩევნო გზით მიითვისოს

როგორც დასავლეთში, ისე უშუალოდ კიევში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განმეორებაში, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა, რაც ვერ შეძლო სამხედრო გზით, შესაძლოა, საარჩევნო გზით მიითვისოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სცენარი ევროპული ინტეგრაციისა და პროგრესის გზას უნდა ნიშნავდეს, რისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად უნდა დასრულდეს.
„ისევე როგორც დასავლეთის დედაქალაქებში, კიევშიც გვესმის ერთი და იგივე ფრაზა, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განვითარებაში. რაც ნიშნავს, რომ პუტინმა, რაც ვერ წაიღო სამხედრო გზით, ის მიიტაცოს და დაისაკუთროს საარჩევნო გზით. ეს უარყოფითი აღქმა ჩვენი ვალია, რომ შემოვაბრუნოთ და სინამდვილეში ქართული სცენარი ნიშნავდეს ევროპაში ინტეგრაციას, დემოკრატიას, პროგრესს და განვითარებას საქართველოსთვის და ყველასათვის, ვინც ქართულ სცენარზე მომავალში ისაუბრებს. ამისათვის არის აუცილებელი, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროკომისიის მოთხოვნებზე – ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე – რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს, ცოცხლად რომ წვავდნენ?!