პეტრე ცისკარიშვილი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს – ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ

ს გათავისუფლების სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს – ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნა ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ცისკარიშვილის ინფორმაციით, პარტია მუშაობს, რათა სააკაშვილის გათავისუფლებაში მათ ყველა აქტორი დაეხმაროს.
“რა თქმა უნდა, ელჩები ვერ მოგცემენ კონკრეტული დაპირებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩვენ ვიცით და მათაც კარგად იციან, რომ გასაღები ერთ კაცს უდევს, მაგრამ მასზე უნდა მოხდეს ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორების მხრიდან. სერიოზული მუშაობა მიდის ასევე უკრაინელ მეგობრებთან, რათა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში ყველა აქტორი დაგვეხმაროს.
გადაწყვეტილების მისაღებად სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნები ჩვენს კოლეგებთან – ევროპელ პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს ხელი გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ.
ეს მის ინტერესებშიც შედის. თუ მისი ისტორიული მისია შეიძლება იყოს ის, რომ პრეზიდენტობის დროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციაში დაეხმარა, ის იყო ისტორიის სწორ მხარეს, მაშინ როდესაც კონკრეტული დაჯგუფება საქართველოს სკენ მიაქანებდა, გადამწყვეტი არჩევნების წინ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მას საქართველოს ისტორიისა და ევროპელი კოლეგების წინაში უფრო დიდ მასშტაბში წარმოაჩენს, ვიდრე ის, რომ წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩატოვოს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის ელჩს ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება