პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი ში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში – „თავისუფლება და უსაფრთხოება“ მონაწილეობას მიიღებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით ში გაემგზავრებიან, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში – „თავისუფლება და უსაფრთხოება” მონაწილეობას მიიღებენ.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია კიევში, 7-8 დეკემბერს გაიმართება.
„7-8 დეკემბერს, კიევში გაიმართება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია – „თავისუფლება და უსაფრთხოება”, რომლის ორგანიზატორები უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისია. კონფერენციაზე მიწვეულები არიან და მონაწილეობას მიიღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით