პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადასავლური მიმართულებით წაიყვანა. საქარველოს მთავრობამ მიატოვა წინა დაპირება და აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  სასწრაფოდ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

„ვიმეორებ საერთო მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პირების ქმედებებმა, მოეხდინათ დასავლეთთან ანტაგონიზმის პროვოცირება თავისი შედეგი გამოიღო – „პოლიტიკური დიალოგი -სთან და ევროკავშირთან მეტწილად შეწყდა და საქართველოს ხელისუფლებამ თავი ყაზბეგის მთის მწვერვალზე შემოიზღუდა“.

„მოახლობული არის შესაძლებლობა საქარველოსთვის აღიდგინოს ევროპული ოცნება. მოვუწოდებ ქართველ ხალხს უარი თქვან ს მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე. თქვენ ევროპას ეკუთვნით“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.