პეტერ ფიშერი – 2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ 2024 წელს გერმანია და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მუშაობას გააგრძელებენ.
„2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს.
გილოცავთ!“, – აცხადებს გერმანიის ელჩი „ტვიტერზე“საახალწლო მილოცვაში.