რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მზად არის უარი თქვას თავის პოზიციაზე, რომელიც უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს უკავშირდება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
როგორც რუსული მედია წერს, ჟურნალისტებმა პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე იმის შესახებ, რომ მოსკოვმა კიევს მოლაპარაკებების სიგნალი მისცა. ამავდროულად გავრცელებული ინფორმაციით, კრემლმა, შესაძლოა, განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის მოთხოვნაზე უარის თქმის შესაძლებლობა და ასევე უკრაინის ნატოში შესვლის პირობა.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არა, ეს არასწორი გზავნილია. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, – თქვა პესკოვმა.