პესკოვი: ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ

კრემლში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ყოველთვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს, განაცხადეს, რომ უკვე ომში არიან.
ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ დღეს, 22 მარტს უთხრა, რომ ში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთისთვის „ომი გახდა“ მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად მის მონაწილედ იქცა „კოლექტიური დასავლეთი“.
„ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. დიახ, ეს იწყებოდა როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს კომპანია, როცა კოლექტიური დასავლეთი მონაწილე გახდა უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ”, – განცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „ეს თითოეულს უნდა ესმოდეს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“.
კრემლის პრესმდივანს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ომის შესახებ მისი სიტყვები კონფლიქტის სტატუსის შეცვლას. პესკოვმა უპასუხა, რომ იურიდიულად არაფერი შეცვლილა და ისევ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“.
სიტყვა ომი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც ახსენა 2024 წლის თებერვალში, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 1“-თან ინტერვიუში. „ჩვენ ომი კი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ“, – განაცხადა მაშინ პუტინმა.
პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა „არგუმენტი ი ფაქტის“ დღეს ისიც უთხრა, რომ რუსეთის „ახალი სუბიექტები“ ამჟამად „დე ფაქტოდ ოკუპირებულია ს რეჟიმის მიერ“ და რუსეთისთვის მთავარია იქ მცხოვრები ხალხის „უსაფრთხოება” და ამ „სუბიექტების ტერიტორიის გათავისუფლება“.
პესკოვი რუსეთის „ახალ სუბიექტებში“ გულისხმობს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპროჟიეს ოლქებს, რომლებიც თავის ტერიტორიად გამოაცხადა 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ს ნახევრკუნძულიც. უკრაინას მიზნად აქვს გამოცხადებული თავისი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.

ასევე დაგაინტერესებთ