პესკოვი ნავალნის გასვენებაზე: ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად

“ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად,” – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი ნავალნის გასვენებას, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ნავალნის, როგორც პოლიტიკური პირის შეფასებას “ვერ გააკეთებს”.

ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ კომენტარს. შეგახსენებთ, რომ არსებობს კანონები, რომლებიც უნდა აღსრულდეს. ნებისმიერი არასანქცირებული შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად. შესაბამისად, ისინი, ვინც მიიღებენ (ამ შეკრებებში) მონაწილეობას კანონის წინაშე აგებენ პასუხს,” – ამბობს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული