პესკოვი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე: არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვი განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიას მოლდოვაში არ შეიძლება დემოკრატიული და სამართლიანი ეწოდოს.

როგორც პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, კენჭისყრის დროს იყო ბევრი მანიპულაცია.

„ეს არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. სავსე იყო მანიპულაციებით“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 55.33 %-ით მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ