პესკოვი: კრემლი დაელოდება თურქეთში ზელენსკის „კონტაქტების“ შედეგებს

ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა მოსკოვში დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს თურქეთში გამართავს.
სა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი 2025 წლის მაის-ივლისში გაიმართა თურქეთის ქალაქ სტამბოლში და ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეთა გაცლაა. გაცვლის პროცესი ოქტომბრის დასაწყისიდან აღარ განახლებულა. ომის დასასრულებლად ივლისის შემდეგ არ გამართულა პირდაპირი მოლაპარაკების ახალი რაუნდი, რის გამოც მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
დღეს, 18 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ხვალ შეხვედრები ექნება თურქეთში: „ვამზადებთ მოლაპარაკებების აქტივიზაციას და გვაქვს შემუშავებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებს შევთავაზებთ. მთელი ძალებით ომის დასრულების მოახლოება უკრაინის პირველი პრიორიტეტია. ვმუშაობთ იმაზეც, რომ განახლდეს ტყვეთა გაცვლა და დაბრუნება“.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში სთან შესახვედრად ჩავა -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
„მოლაპარაკებების აქტივიზაციის“ შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მოსკოვში ბრიფინგზე თქვა, რომ „როგორც ჩანს, ზელენსკის მხედველობაში ჰქონდა კონტაქტები“, რომლებიც ხვალ თურქეთში ექნება.
პესკოვის თანახმად, კრემლი შედეგებს დაელოდება და თუ თურქული მხარე ან უიტკოფი რუსული მხარის ინფორმირებას საჭიროდ ჩათვლიან, პრეზიდენტი პუტინი „საუბრისთვის ღიაა“.
თურქეთის ინიციატივით სა და რუსეთს შორის 2025 წლის მაის-ივლისში გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთმა უარი თქვა უკრაინაში ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე და უკრაინას გადასცა მემორანდუმი თავისი პირობებით.
კრემლის პირობებს შორისაა ს და დონბასის ს ტერიტორიებად აღიარება და უკრაინის ნეიტრალიტეტი. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დათმობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას არ აპირებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება – ის სავარაუდოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება

გია ვოლსკი – EPP-იმ რეზოლუცია მიიღოო ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია, მავნებლობის სხვა ფორმაა ეს, „ნოუჰაუ“ – გიგი წერეთელი თინა ბოკუჩავად და ლევან ხაბეიშვილად გადაიქცა