პესკოვი: კიევისთვის დახმარების გასამართლებლად, ევროკავშირი რუსეთისგან მტერს ძერწავს

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო კრიზისის ფონზე ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი თანხაა, ამიტომ კვლავაც მტრად არის წარმოჩენილი.

„მათ {ევროკავშირი} უნდათ რუსეთისგან მტრის იმიჯი გამოძერწონ, სთვის დახმარების გასამართლებლად“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.

კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.

„ეს იძლევა გარანტიას, უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია