პესკოვი: ზელენსკის სურს პუტინის მსგავსი იყოს, მაგრამ ეს არ გამოუვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ს სურს კრემლის ლიდერის მსგავსი იყოს, მაგრამ ეს არ გამოუვა.

„ზელენსკის სურს იყოს პუტინის მსგავსი, რათა ხალხმა მხარი დაუჭიროს მას, მაგრამ ეს არ გამოუვა. ის კვლავ ცდილობს მოიპოვოს აბსოლუტურად დომინანტური მხარდაჭერა, მას ძალიან სურს იყოს, მაგალითად, პრეზიდენტი პუტინის მსგავსი, მაგრამ ეს არ გამოუვა“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, სთვის ვითარება უფრო და უფრო გართულდება და შეასრულებს „სპეცოპერაციის“ მიზნებს.

„ზელენსკი მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყანაში არეულობაა, ამიტომ მას პოზიციების შენიღბვა უწევს“, – დასძინა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის