პესკოვის განცხადებით, პუტინის თურქეთში ვიზიტი მზადების პროცესშია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი დაგეგმვის პროცესშია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

პესკოვის თქმით, პუტინის თურქეთში ვიზიტის თარიღი ჟურნალისტებს დროულად ეცოდინება.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსეთ-თურქეთის უმაღლეს დონეზე კონტაქტები დღის წესრიგშია და ისინი მზადდება. როგორც კი პრეზიდენტები საბოლოოდ შეათანხმებენ ვიზიტის თარიღს, მედიას ამ ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება