პესკოვის განცხადებით, პუტინი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს

რუსეთის ფედერაციის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერი , შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდეს.

პესკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის თარიღები დიპლომატიური არხებით შემდგომში იქნება შეთანხმებული.

„ვლადიმერ პუტინს მოქმედი მოწვევა აქვს ფხენიანისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა [ჩრდილოეთ კორეას] უახლოეს მომავალში. ვიზიტის დეტალები დიპლომატიური არხებით იქნება შეთანხმებული“, – აცხადებს პესკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება