პერუცი და კიდევ 5 სხვა – “თელავი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

ეროვნული ლიგის ბინადარმა “თელავმა” გვაუწყა, რომ გუნდი კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” კიდევ 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა – გიორგი ხაბულიანმა (იჯარა დაუსრულდა და ესპანურ “ლევანტეში” დაბრუნდა), თორნიკე ახვლედიანმა, არტურ კარტაშიანმა, ენრიკო შუბერტმა, ფილიპ ლესნიაკმა და ჯინო პერუციმ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს.
კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებას უსურვებს, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “თელავი” 5-მა ფეხბურთელმა: სტეფან
ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უკვე დატოვა.