პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუხიმორი ციხიდან გაათავისუფლეს

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუხიმორი ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების კრიტიკის მიუხედავად, პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 85 წლის ალბერტო ფუხიმორი, 16 წლის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
„დღეს, საბოლოოდ, ჩვენ მამა სახლში გვყავს. ჩემს გულში არა სიძულვილი და წყენა, არამედ მადლიერებაა”, – განაცხადა ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილმა, კეიკო ფუხიმორიმ.
პერუს უმაღლესმა სასამართლომ ფუხიმორის, ჰუმანიტარული ნიშნით, გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ გამოსცა.
შეგახსენებთ, პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 1990-იან წლებში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სასჯელს 25 წლით იხდიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო