პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის გათავისუფლების ბრძანება გასცა

პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის გათავისუფლების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლოს მიერ გამოცემული რეზოლუცია 85 წლის ფუხიმორის, ჰუმანიტარული ნიშნით, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ცნობისთვის, ფუხიმორს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა 2009 წელს ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით მიუსაჯეს. მას ბრალად, 1990 წლიდან 2000 წლამდე სამხედრო რაზმების მიერ „ნათელი გზის“ აჯანყებულების მკვლელობების მოწყობა ედება.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ