“პერესი მირეკავს და მეუბნება…” – ხამესმა მოჰყვა, რატომ არჩია 2014 წელს “რეალი” “სიტისა” და პსჟ-ის

ცნობილმა კოლუმბიელმა შემტევმა ხამეს როდრიგესმა გაიხსენა, რატომ არჩია 2014 წელს მადრიდის “რეალი” მანჩესტერ “სიტის” და პსჟ-ის.
“2014 წელს ჩემი შეძენა “რეალთან” ერთად “სიტისა” და პსჟ-ისაც სურდა. ეს ბოლო 2 გაცილებით მეტ თანხას მთავაზობდა, ვიდრე მადრიდელები.
პერესმა დამირეკა და მეკითხება, რომელს ირჩევ, ფულს თუ დიდებას?! – ვუთხარი, რომ დიდებას ვირჩევდი. ამ კლუბზე უკეთესი არცერთია”, – თქვა ხამესმა.
32 წლის ფეხბურთელი ამჟამად ბრაზილიური “სან პაულოს” ღირსებას იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში