პენტაგონმა უღირსი საქციელი ჩაიდინა როგორც საქართველოს, ასევე მასში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიმართ

პენტაგონმა უღირსი საქციელი ჩაიდინა როგორც საქართველოს, ასევე მასში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიმართ
დამაზიანებელ პოლიტიკურ კონიუნქტურას დამორჩილებული -ის თავდაცვის უწყება ვერ შელახავს საქართველოს სახელოვანი სამხედროების სახელსა და პროფესიონალიზმს. ამგვარი არაკეთილსინდისიერი საქციელით კი, ქულები დაეწერა ოკუპანტი ს პროპაგანდას და მათ სასარგებლო იდიოტებს მარგინალ ნაცოპოზიციაში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე -ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
აბაშიძის თქმით, პენტაგონის ზემოთ ხსენებულ ქმედებას არ ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობა და ეს უფრო ნეოკოლონიალისტური მიდგომაა.
„მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ აბსურდული გადადებით, პენტაგონმა უღირსი საქციელი ჩაიდინა როგორც საქართველოს, ასევე მასში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიმართ. დამაზიანებელ პოლიტიკურ კონიუნქტურას დამორჩილებული აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ შელახავს საქართველოს სახელოვანი სამხედროების სახელსა და პროფესიონალიზმს. ამგვარი არაკეთილსინდისიერი საქციელით კი, ქულები დაეწერა ოკუპანტი ს პროპაგანდას და მათ სასარგებლო იდიოტებს მარგინალ ნაცოპოზიციაში. ამას არ ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობა, ეს უფრო ნეოკოლონიალისტური მიდგომაა.
რა პარადოქსია – 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, თეთრი სახლის ეზოში, პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი მომვლელის ამპლუაში გვერდიდან არ შორდებოდა უმაღლეს მთავარსარდალს, აწ უკვე დემოკრატებისგანაც შერისხულ ჯო ბაიდენს, რომ რამე უსაქციელობა არ ჩაედინა…“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს