პენტაგონმა უკრაინისთვის HAWK-ის სარაკეტო სისტემებისა და Bradley-ს ჯავშანმანქანების მიყიდვა დაამტკიცა

პენტაგონის ცნობით, -მ უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის III ფაზის სარაკეტო სისტემის, Bradley-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანებისა და ამ შეიარაღებისთვისა და მათი შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობის, მომსახურებისა და დოკუმენტაციის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.

Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანები და აღჭურვილობა ს დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაუჯდება, ხოლო HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემები – დაახლოებით 172 მილიონი დოლარი.

აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) კონგრესს შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით საჭირო სერტიფიკაცია გადასცა.

Bradley არის ჯავშანმანქანა, რომელსაც 25მმ-იანი ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამიზნეებზე თავდასხმისას ჯარისკაცების ფრონტზე გადაყვანა შეუძლია, ხოლო HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემები საშუალო მანძილის “მიწა-ჰაერის” ტიპის სისტემაა.

DSCA-ს განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ HAWK-ის სარაკეტო სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების შესყიდვა ითხოვა, მათ შორის, სისტემისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური დოკუმენტაცია, წვრთნები, აშშ-ს მთავრობისა და კონტრაქტორის ტექნიკური მხარდაჭერა და ა.შ.

“შეთავაზებული მიყიდვა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს დაეხმარება უკრაინის მხრიდან საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობის გაძლიერებით.

შეთავაზებული მიყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს ახლანდელ და სამომავლო საფრთხეებს მისი დამატებით შეიარაღებით”. – წერია განცხადებებში.

წყარო