პენტაგონი უკრაინისთვის 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ისა და NASAMS-ის ჩამჭრელებს შეიძენს

-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩამჭრელებს შეიძენენ.
უწყების განმარტებით, დახმარების პაკეტის შესყიდვა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მოხდება.
„ეს თანხები გამოყენებული იქნება უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელების შესაძენად“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათი განმარტებით, შედეგად, მიიღებს ჩამჭრელებს, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება, რათა თავისი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა ს საჰაერო თავდასხმებისგან დაიცვას.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის 150 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა თეთრმა სახლმაც გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ