პენტაგონი – როდესაც რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, უკრაინას შეუძლია უპასუხოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი ს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არა მხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, -ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
”საპასუხო სროლის უნარი არის ის, რისკენაც ეს პოლიტიკაა მიმართული. როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, ს შეუძლია უპასუხოს ამ სახმელეთო ძალებს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით”, – აღნიშნა რაიდერმა და დასძინა, რომ ეს არის თავდაცვა და ამიტომ, აზრი აქვს იმას, რომ უკრაინას ასეთი შესაძლებლობა ჰქონდეს.
მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი საზღვრები, როგორც უსაფრთხო ზონა ცეცხლის გასახსნელად და უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად, ასევე შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად.
„ასე რომ, კიდევ ერთხელ, ვხედავთ რა იმ ძალებს, რომლებიც აწარმოებენ ამ ტიპის ოპერაციებს საზღვრის მიღმა, ჩვენ განვმარტეთ, რომ უკრაინას შეუძლია და აქვს უფლება გახსნას საპასუხო ცეცხლი თავის დასაცავად“, – აღნიშნა რაიდერმა.
კითხვაზე, იგულისხმება თუ არა უფრო ფართო ტერიტორია და არა მხოლოდ ხარკოვი, პენტაგონის პრესსპიკერმა უპასუხა:
„სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რომელიც გულისხმობს საპასუხო ცეცხლის გახსნას, როცა თავს გესხმიან“.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად