პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის $2.3 მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოცხადებას აპირებს

-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დღეს, 2 ივლისს, პენტაგონში უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მალე ამერიკა უკრაინისთვის დამატებით $2.3-მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას დააანონსებს.
“ვამაყობ, რომ აშშ მალე უკრაინისთვის $2.3 მილიარდზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარებას გამოაცხადებს”. – თქვა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას.
ოსტინის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებით შედგენილი “ეს პაკეტი აშშ-ს საწყობებიდან [ს] დამატებით საჰაერო თავდაცვით რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებასა და სხვა მნიშვნელოვან საბრძოლო მასალებს მიაწვდის”.

ასევე დაგაინტერესებთ