პენტაგონი აშშ-ის ავიამზიდს ისრაელის სიახლოვეს ტოვებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება -ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩეს ხმელთაშუა ზღვაში, რათა ორი ხომალდი შენარჩუნდეს ს სიახლოვეს, რომელიც ომს აწარმოებს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ “ჰამასთან” – აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ამ ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის ფონზე.
აშშ რეგიონში ორი ავიამზიდითაა წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს