პენტაგონი – ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოუყენებლობის შესახებ აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა

ს ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა, – ასე უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა შეკითხვას, როგორია ვაშინგტონის დამოკიდებულება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის პოტენციურ თავდასხმებთან დაკავშირებით.
“თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა”, – აღნიშნა რაიდერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია უკრაინის არმიისთვის საჭირო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპანტები ს საზღვართან ახლოს მდებარე პოზიციებიდან უტევენ, რადგან ესმით, რომ უკრაინის არმია ვერ შეძლებს საპასუხო დარტყმისთვის დასავლური იარაღი გამოიყენოს. მისი თქმით, კიევმა არაერთხელ მოუწოდა -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, მათ იარაღით თავის დაცვის ნება დართონ.
ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს თხოვნით, რომ უკრაინას გარკვეულ გარემოებებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ