პენტაგონი ადასტურებს, რომ კატარში ირანის თავდასხმა წარმატებით მოიგერია და არავინ დაშავებულა

პენტაგონი ადასტურებს, რომ კატარში ირანის თავდასხმა წარმატებით მოიგერია და არავინ დაშავებულა – ამის შესახებ გამოცემა CNN წერს. მათივე ცნობით, კატარის თქმით, ამ დროისთვის, უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილურია და ელ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შემდეგ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
 მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარსა და ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე ირანმა საჰაერო იერიში მიიტანა. გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა ამერიკა და კატარი ბაზებზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა.
 მედია წერს, რომ ირანის მიერ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების ფონზე, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან სასწრაფო შეხვედრა მოიწვია – თეთრი სახლიდან ანონიმურმა წყარომ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემა CNN-ს უთხრა: “თეთრი სახლი ვარაუდობდა, რომ თეირანი, შაბათ-კვირას ირანის ბირთვულ ობიექტებზე -ის დარტყმების შემდეგ, საპასუხო ზომებს მიიღებდა… პრეზიდენტს რეგიონში სამხედრო ჩართულობის გაზრდა არ სურს”.