პენტაგონის დელეგაცია უკრაინაში მოლაპარაკებებს გამართავს

პენტაგონის დელეგაცია უკრაინაში მოლაპარაკებებს გამართავს, – ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლების მცდელობის ფარგლებში -ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი და ორი ამერიკელი გენერალი გაგზავნა.
WSJ-ის ინფორმაციით, პენტაგონის დელეგაციის წევრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან და სამხედრო და სამრეწველო სფეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
ასევე, მოსალოდნელია, რომ დრისკოლი შეხვედრას რუს ოფიციალურ პირებთანაც გამართავს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, დრისკოლის მისიას დონალდ ტრამპის სახელით უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლება წარმოადგენს.
„დრისკოლი ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ის უკრაინაში შეხვედრებს გამართავს და დასკვნებს თეთრ სახლს წარუდგენს“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ