პენსილვანიაში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი პოლიციელი და დაიჭრა ორი

-ის პენსილვანიის შტატში, პოლიციასა და შეიარაღებულ პირს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამი სამართალდამცველი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შტატის პოლიციის კომისრის, პოლკოვნიკი კრისტოფერ პარიზის თქმით, სროლა სამხრეთ-აღმოსავლეთ პენსილვანიაში, იორკის ოლქში მოხდა, როდესაც პოლიციელები, ერთ-ერთ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ.
„ისინი იქ გუშინ დაწყებული გამოძიების გასაგრძელებლად იმყოფებოდნენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, თუმცა გარემოებების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ჩხრეკის ორდერის აღსრულებას ცდილობდნენ.
შტატის პოლიციის კომისრის თქმით, შეიარაღებული პირი პოლიციის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა. მისი ვინაობა, ამ დრომდე, საჯაროდ არ გახმაურებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს