პეკინი: მოვუწოდებთ -ს, პატივი სცეს “ერთი ჩინეთის პრინციპს” და გამოიჩინოს მეტი წინდახედულება ტაივანის საკითხზე

აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი განმარტავს პოზიციებს მომავალი სამიტის ძირითად საკითხებზე, მათ შორის – პეკინის მიერ იშვიათი მინერალების ექსპორტის კონტროლზე.
28 ოქტომბერს, ყოველდღიურ პრეკონფერენციაზე, საგარეო უწყების წარმომადგენელს როიტერსის ჟურნალისტმა ჰკითხა ტაივანზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინ ჩია-ლანგი დარწმუნებულია, რომ „-ტაივანის ურთიერთობები ძალიან სტაბილურია“ და აშშ-ის პრეზიდენტი არ „მიატოვებს“ ტაივანს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა:
„ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა წარმოადგენს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალების სეპარატისტული მოქმედებები და გარედან მიღებული თანხმობა და მხარდაჭერა. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ჩინეთის ტაივანის რეგიონს შორის ოფიციალურ ურთიერთობას, ნებისმიერი ფორმით. მოვუწოდებთ აშშ-ს პატივი სცეს ერთი ჩინეთის პრინციპსა და ჩინეთი-აშშ-ის სამ ერთობლივ კომუნიკეს, გამოიჩინოს მეტი წინდახედულება ტაივანის საკითხზე. დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის (DPP) ხელისუფლება კვლავაც ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას „ტაივანის დამოუკიდებლობისთვის“ და მიმართავს ყველა პლატფორმას სეპარატისტული ნარატივების პოპულარიზაციისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. …ვერაფერი, რასაც DPP-ს ხელისუფლება აცხადებს, ვერასდროს შეცვლის ისტორიულ და იურიდიულ ფაქტს, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის ნაწილია და მითუმეტეს ვერ შეცვლის ჩინეთის გაერთიანების გარდაუვალობას“.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა სამშაბათის პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებაზე, რომ ჩინეთს „არასდროს დაუწესებია“ კონტროლი იშვიათი მინერალების ექსპორტზე, რაც განაპირობა პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ ჩინეთისთვის 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებაზე. ჩინელმა დიპლომატმა ჟურნალისტს განუცხადა:
„იშვიათი მინერალების ექსპორტზე პოლიტიკას რაც შეეხება, ჩინეთმა ის არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა. იმ ზომების მიზანი, რომლებსაც მივმართავთ, არის ექსპორტის კონტროლის სისტემის სტანდარტიზაცია და დახვეწა, რაც შეესაბამება ზოგად პრაქტიკას. ჩინეთი ამას აკეთებს იმისათვის, რომ უკეთესად შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და რეგიონის სტაბილურობა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. მზად ვართ, ვიმუშაოთ დანარჩენ მსოფლიოსთან ექსპორტის კონტროლზე დიალოგის გასაძლიერებლად და მოსაზრებების გასაცვლელად იმისთვის, რომ გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები იყოს დაცული და სტაბილური“.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალურ საიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა ჩინეთის ვიცეპრემიერისა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია:
„მხარეებმა იხელმძღვანელეს ორი სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სატელეფონო საუბრებისას მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსით და ჰქონდათ მოსაზრებების გულწრფელი, სიღრმისეული და კონსტრუქციული გაცვლა ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებზე, მათ შორის: აშშ-ის [უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ] „301-ე ნაწილის“ კანონით გათვალისწინებული ზომები ჩინეთის საზღვაოსნო, ლოჯისტიკისა და გემთმშენებლობის სექტორების მიმართ, ორმხრივი ტარიფების შეჩერების გახანგრძლივება, ფენტანილთან დაკავშირებული ტარიფი და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა და ექსპორტის კონტროლი“.
გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი მალაიზიაში, „სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის კულუარებში შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის სფეროს მაღალჩინოსნებს და შემდეგ რამდენიმე მედიის ეთერში ილაპარაკა ამის შესახებ. მან ABC-ს ეთერში განაცხადა:
„პრეზიდენტმა მომცა მაქსიმალური ბერკეტი, როცა ის დაიმუქრა 100%-იანი ტარიფებით, თუკი ჩინელები დააწესებდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე გლობალურ კონტროლს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავიდან ავიცილეთ, ტარიფები აცილებულია“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას. CBS-სთან საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის 100%-იანი ტარიფებით მუქარამ გახადა შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე შედეგების მიღწევა.
27 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იის სატელეფონო საუბრის შესახებ:
„მათ იმსჯელეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობისა და პრეზიდენტ ტრამპსა და სახელმწიფოს თავმჯდომარე სის მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობაზე, ბუსანში, კორეის რესპუბლიკაში“.
გავრცელებული ინფორმაციით, და სი ძინპინი ერთმანეთს 30 ოქტომბერს შეხვდებიან.
ფორუმი