პეკინის გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას – პარკების, სკვერების მოწყობას“, – განაცხადა მ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ