პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. ესპანეთის პრემიერმა მისი მეუღლის წინააღმდეგ გაჟღერებულ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს მემარჯვენე მედიის მიერ ორკესტრირებული შევიწროების კამპანია უწოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სასამართლომ პედრო სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი, გამოძიება დაიწყო, რის შემდეგაც პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დროებით საჯარო მოვალეობების შესრულებას აჩერებდა, რათა გადაეწყვიტა განაგრძობს თუ არა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელობას. ორი დღის წინ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ