“პატრიოტი და ღირსეული კაცია!” – გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

27 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის “ალანიაში” მისი ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა.
მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.
“მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის “ალანიაში” ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა.
ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ “სიტიდან” მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ
პატრიოტ ადამიანს დიდი წარმატება ვუსურვო.
ყოფილი ფეხბურთელები საქართველოში თანამდებობებს იკავებენ? , ყაველაშვილი – ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.
ზოგი ამას იტალიაში აკეთებს, ზოგი ინგლისში და ზოგიც კი ოსეთში. მჯერა, რომ ეს ღირსეული ადამიანები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას”, – უთხრა გაზაევმა ადგილობრივ “სპორტ ექსპრესს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში