პატრიარქმა კირილემ რაკეტა “ორეშნიკს” ფანტასტიკური იარაღი უწოდა

28 ნოემბერს მსოფლიო ს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა პატრიარქმა კირილემ, მსოფლიო რუსულ სახალხო კრებაზე, რომელსაც თავად უდგას სათავეში, არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. კერძოდ, იმედი გამოთქვა “უკრაინის რუსეთთან გაერთიანების შესახებ” და ასევე კომენტარი გააკეთა რუსი სამხედროების მიერ ზე ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკით” დარტყმის შესახებ.
კირილემ “ორეშნიკის” უწოდა “სტოპ-მანქანა” და “ფანტასტიკური იარაღი”, რომელიც დასავლეთს “გარკვეულ კოშმარს” ჰგვრის.
კიდევ ერთხელ, ს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა დე ფაქტო გამოხატა მხარდაჭერა ში ომის მიმართ და აღნიშნა, თუ რაოდენ სასარგებლოა უკრაინის რეგიონების “შეყვანა” რუსეთის შემადგენლობაში. მისი თქმით, მოხდა უკვე დონბასის რუსეთთან გაერთიანება და მომავალში კირილემ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება მთელი “უკრაინის გაერთიანება რუსეთთან”.
მანამდე 27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ ე.წ. განკარგულება, რომელშიც უკრაინაში ომს “წმინდა” ეწოდება და ნათქვამია, რომ “თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონაში.”
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა