
“ძალიან მნიშვნელოვანი 2 თვე გველის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ “ვაიმე, ახლა ამ ორ თვეში რა მოხდება; ვაიმე, სინოდმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”. სინოდმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიბარა პატრიარქმა. შემთხვევით პატრიარქს არაფერი არასდროს არ გაუკეთებია და ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია შემთხვევით. ასე რომ, თქვენგან ველით ერთსულოვნებას, პატივცემულებო, დიდი სიყვარულით, სინოდის წევრებო, უწმინდესის მოწაფეებო, ისეთივე მოწაფეებო, როგორებიც გრიგოლ ხანძთელს ჰყავდა და შემდეგ გააგრძელეს მისი სწავლება მთელ საქართველოში, აი, ზუსტად ასე თქვენც უნდა გაავრცელოთ პატრიარქის სწავლება მთელ საქართველოში.