პატრიარქის ნათლულებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

პატრიარქის ნათლულებმა სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ისინი სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ, ხელში სიმბოლურად თეთრი ვარდებით.

მას შემდეგ, რაც ოჯახებში მესამე და მომდევნო ბავშვების საყოველთაო ნათლობა გამოცხადდა, ილია მეორე უკვე 50 000-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა და 70 000-ზე მეტი ნათლობა გაიმართა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.