საქართველოს კათოლიკოს-პატროარქის, ილია მეორის დაკრალვის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.მათი ინფორმაციით, მრევლს სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლა მხოლოდ 22 მარტის 02:00 საათამდე შეეძლება. ღამის 02:00 საათიდან დილი 08:00 საათამდე ტაძარი დაიკეტება “რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა დაკრძალვის ცერემონიისათვის”. დილის 08:00 საათიდან ტაძარი გაიღება, თუმცა შესვლა მხოლოდ საგანგებო საშვილს მქონე პირებს შეეძლებათ. საპატრიარქოს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს, გაგემით მოეკიდოს ამ გადაწყვეტილებას.“მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია”, – წერია განცხადებაში.



