“პატრიარქატმა იცით როგორ შეინარჩუნა თავი აქამდე ? რაც კაცს გმირობად ეთვლება, ქალს იმის გამო ცოცხლად მარხავდნენ” – ბაისონაშვილი

კაცებს შეუძლიათ ცოლებს გამოუცხადონ, რომ აღარ უყვართ. თუ სახლიდან ბავშვებიანად არ ყრიან, უკვე კაი ბიჭები არიან, თუ თავად მიდიან, უკეთესები, გულწრფელები (საზოგადოების შეფასებით)
ყოველი ათიდან რამდენი იტყვის, რომ კარგი გოგოები ვართ, გულწრფელები ? ერთი ან არცერთი. ყოველი ათიდან რამდენი იტყვის, რომ დედობის და ოჯახის ღირსები არ ვიყავით? (ეს უკანასკნელი საერთოდ ვალდებულებად, ბუნებრივ როლებად გვაქვს შეტენილი, გვინდა ,არ გვინდა, ვინ გვეკითხება) ათიდან ათი თუ არა, ცხრა მაინც. პატრიარქატმა იცით როგორ შეინარჩუნა თავი აქამდე ? რაც კაცს კაი ბიჭობად და გმირობად ეთვლება, ქალს იმის გამო ცოცხლად მარხავდნენ . ერთეული შემთხვევა არაა ეს. აი, ასე ადგომა და წასვლა ვითომ ღალატი ან ღალატზე უარესი არ იყოს. მარტოხელა დედობის ისტორია ძირითადად არის ეს, თუ არ აგდებს, უგზოუკვლოდ მიდის,მერე აღარც შვილი ახსოვს , გადაყვარებული ცოლის დანამატი.
სანამ კაი კაცობის სტანდარტებს არ ავწევთ, ქალებსაც არ გვეშველება რამე .

ასევე დაგაინტერესებთ