პატიმრობით ისჯება აქციაზე ნიღაბი, გზის გადაკეტვა, პიროტექნიკის ქონა – „ოცნებამ“ კანონი მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. ახლა უკვე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში დემონსტრანტს, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალება ფლობის გამო;
· გზას გადაკეტისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:
„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.
უკვე 320 დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო ს ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები იკრიბებიან გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად დემონსტრაციები არ წყდება.
რამდენიმე დღის წინ, 6 ოქტომბერს ირაკლი მ თქვა, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ყოველდღიურად კეტავენ პარლამენტთან რუსთაველის გამზირს. „მიიღებდნენ პასუხს“.
ფორუმი