პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა

პატიმრობაში მყოფი თემურ ქათამაძე, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, 1 აპრილიდან შიმშილობას იწყებს, ინფორმაციას ამის შესახებ მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
“მე, „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე, პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ”, – წერს ის.
ქათამაძის თანახმად, პროტესტის ეს ფორმა მისთვის სიმბოლურია და ეძღვნება “ეთნიკური ქართველების – ჩვენებურების ბელადს, „ახმედ მელაშვილს!“ და სინდისის პატიმრებს.
· თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
· 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს და -ს მოთხოვნით, საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.
მეორედ დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.
ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა – „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან მოყოლებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.
თემურ ქათამაძეს 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?