პატიმრობაში არ ყოფილან, დღენახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში – მდინარაძე ზარქუა-სანიკიძეზე

„ქართული ოცნების“ აღმასრუბელი მდივანი, აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელები, და ვიქტორ სანიკიძე, აბუ-დაბიდან თბილისში დაბრუნდნენ.
როგორც მდინარაძე ამბობს, ისინი აბუ-დაბიში პატიმრობაში არ ყოფილან და იქაური პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ დღენახევარი გაატარეს.
„ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ – სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში.
დღენახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ორივე მხარეს რაღაც ჯარიმები დაეკისრა. არ მახსოვს რამდენი, მაგრამ როგორც ვრცელდება, რომ 50 ათასი თუ 100 ათასი არ იყო, შედარებით მცირე იყო. იმათ ვალუტაში შეიძლება იყოს, მაგრამ დოლარებში ამასთან მიახლოებული რიცხვი არაა… სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა დამნაშავეები და კრიმინალები“, – განაცხადა მდინარაძემ.
არავის არაფერი არ ამართლებს… მე თუ ვინმე თავს დამესხმება, აუცილებლად პასუხს გავცემ. გამართლება შეიძლება ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს. რთულია ქართველმა კაცმა მოითმინოს დედის გინება. გაყოყოჩებული „ქათმის“ ვაჟკაცობა არ გაიშვა და არც ქართველობა. შესაბამისი უწყებები დაინტერესებულები იყვნენ მათი ბედით და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ თავის კოლეგებთან აბუ -დაბიში. ამას გნებავთ ზრუნვა დაარქვით, გნებავთ პატრონობა დაარქვით. მე პირადადაც დაინტერესებული ვიყავი და არაერთხელ მოვიკითხე ეს ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მდინარაძის თქმით, საქართველოდან შესაბამისი უწყებები დაინტერესებულები იყვნენ აბუ-დაბიში მყოფი სანიკიძე-ზარქუას ბედით და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ თავის კოლეგებთან აბუ -დაბიში.
„ამას გნებავთ ზრუნვა დაარქვით, გნებავთ პატრონობა დაარქვით. მე პირადადაც დაინტერესებული ვიყავი და არაერთხელ მოვიკითხე ეს ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.
რა ხდება?
12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში სასტუმროში ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. ვიდეოში, რომელიც ასევე ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს.
„აბუ-დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ. წყნარად მივუახლოვდი, რომ მეთქვა, მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! არადა, მინდოდა მეთქვა, რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი ჩასანიშნია და ხალხი გამოსაშვებია ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა“, – დაწერა სოციალ ქსელში ლაშა გაბიტაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
კადრებში, ირაკლი ზარქუას გარდა, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და გიორგი ამილახვარი ჩანან.
კიდევ ერთ ვიდეოში, ლაშა გაბიტაშვილი აგინებს და მოღალატეს უწოდებს ირაკლი ზარქუას და ისიც გინებითვე პასუხობს.
მეორე დღეს, „ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეს, რომელიც აბუ-დაბიში მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.
კადრებში, რომლებიც ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მას საუზმისას თავს დაესხნენ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
„გამწარებულები, გაგიჟებულები მომვარდნენ საუზმის დროს. მაგას ველოდი, ჩვეულებრივი ამბავია, პატარა კაცების ამბავია. არავის არაფრის არ გვეშინია. არც ვნერვიულობ, არც არაფერი დამიშავებია. ესენი არიან მოღალატეები. შედეგებს აუცილებლად მიიღებენ. რისი უნდა მეშინოდეს? ის ხალხი, ვინც დაჭერილია, ჩვენ ნაცვლად სხედან. მე შემთხვევით მაქვს შესაძლებლობა, რომ გარეთ ვარ. დღეს რომ თავისუფალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ხვალ მათ ადგილას არ აღმოვჩნდები. კი მემუქრებიან ესენი, საქართველოში რომ ჩამოხვალ, იქ ნახავო. აუცილებლად ჩამოვალ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ეს მათი ბოლო ეტაპია. ეს გაბრაზებული, გამწარებული „ოცნებაა”, უკვე აღარაფერი შეუძლია”, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა პირდაპირ ჩართვაში.
მოგვიანებით ლაშა გაბიტაშვილის პროფილი Facebook-ზე გაუქმდა.
გავრცელდა ფოტოები, სადაც პოლიციელების მიერ ირაკლი ზარქუას გამოკითხვა ჩანს.
ბოლოს 14 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.