პატივს ვცემთ ერთობას, რომელიც აჩვენეს ბალტიის ქვეყნებმა დამოუკიდებლბის დასაცავად – ზელენსკი “ბალტიის გზაზე”

უკრაინის პრეზიდენტი, ეხმაურება “ბალტიის გზის” 36 წლისთავს. ის წერს, რომ პატივს სცემს ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
გარდა ამისა, ზელენსკი მადლობას უხდის ბალტიის ქვეყნებს გულწრფელი სოლიდარობისთვის უკრაინის მიმართ.
“ჩვენ გვახსოვს როგორ გამოავლისნეს თავისუფლებისადმი ლტოლვა ლიტველმა, ლატვიელმა და ესტონელმა ხალხმა “ბალტიის გზის” მეშვეობით. ჩვენ პატივს ვცემთ ერთობას, რომელიც აჩვენეს ამ ერებმა საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლბის დასაცავად.
და დღეს, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბალტიის ქვეყნების გულწრფელ სოლიდარობას უგუნური რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ზუსტად ისე, როგორც თქვენ, ჩვენც ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას და ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც სურს ჩვენი დამორჩილება.
ერთად, ჩვენ დავიბრუნებთ გრძელვადიან მშვიდობას და დავიცავთ ადამიანების ღირსებას ევროპის კონტინენტზე”, აცხადებს .
We remember the longing for freedom that Lithuanian, Latvian and Estonian people demonstrated with the Baltic Way. We honor the unity these nations showed in defending their right to freedom and independence. And today we highly appreciate the genuine solidarity of the Baltic… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 23, 2025
“ბალტიის გზად” არის ცნობილი ისტოროული ცოცხალი ჯაჭვი, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა ბალტიის ქვეყნების დედაქალაქები – რიგა, ვილნიუსი და ტალინი. ცოცხალი ჯაჭვი 1989 წელს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლისთავზე შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია