“პატარა ტესტს ვატარებთ, დაუთმობთ პრეზიდენტს ეთერს?” – აქცია საზოგადოებრივთან

აქციის მონაწილეთა ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ. ტელევიზიის კართან მათ დაცვის სამსახური დახვდა, რომლებმაც მათ შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე არიან მობილიზებულები -ს წარმომადგენლებიც.
პროტესტის მონაწილეები ისევ თინათინ ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საზმაუს ეთერი დაეთმოთ, რათა საზოგადოებამ ქვეყანაში განვითარეულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე იცოდეს. აქციის მონაწილეები ტყუილს უწოდებენ იფნორმაციასაც, თითქოს, საქართველო პრეზიდენტი პირველ არხზე მისვლაზე უარს აცხადებს.
პატარა ტესტს ვატარებთ. დაუთმობენ პოლიტიკურ პარტიებს ეთერს? დაუთმობენ საქართველოს პრეზიდენტს ეთერს?, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო