UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერ, არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მოჩვენებითი ფუფუნების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას სერიოზულ კონკურენტად არ მიიჩნევს.
“დაწყნარდი, არმან. წადი, ჭიდაობის ტურნირებზე იჭიდავე ან “სტრიმერობას” მიჰყავი ხელი, პატარა ნაძირალა. ეგ ტიპი იდიოტია, გამოშტერებული. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ კაცი.
ვერ ვიტან, როცა ხალხი მდიდრად ასაღებს თავს და ფულს აფრიალებს. ბიჭო, მდიდარიც კი არ ხარ, მამაშენის ფულებს ხარჯავ და არა შენს ნაშრომს. გაოგნებული ვარ, ასეთი სულელი როგორ უნდა იყო.
ცარუკიანი ჯერ კიდევ ბავშვია და ჩემს დონემდე ბევრი აკლია. ოქტაგონზე თუ შევხვდებით, პირველივე რაუნდში ყბას მოვუტეხავ”, – ციტირებს თოფურიას სიტყვებს Championship Rounds.