პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართული ოცნების” მთავრობას აკისრია – მარტა კოსი

ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებისას განაცხადა:
,,როდესაც საქართველოს უმეტესობას სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს. პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართული ოცნების” მთავრობას აკისრია.
ევროკავშირის გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს, თუკი სასქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას შეწყვეტას, ყველა უსამართლოდ დაკავებულს გათავისუფლებას, რეპრესიულ კანონებს შეჩერებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად შინაარსობრივ დიალოგში ჩართვას, რათა ახლანდელი კრიზისიდან გზა გამოინახოს.
გაუარესებული სიტუაციის ფონზე კომისია მზადაა, დამატებითი ზომები განიხილოს. წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული მიდგომა ამ მხრივ აუცილებელი იქნება. “